წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 69 შპს “გრაალისათვის” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 69 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003

შპს „გრაალისათვის”  სამუშაო სიხშირეების  მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „გრაალმა„ (რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 08 სექტემბრის N 5/4-42 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (27.01.03) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „გრაალი” ახორციელებს პიროვნების და საკუთრების დაცვის უსაფრთხოების ორგანიზებას. სამუშაო სიხშირეები გათვალისწინებულია შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისათვის ქ. თბილისში.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1.       მიენიჭოს შპს „გრაალს”  164.100  მგჰც   და  169.750  მგჰც  სამუშაო  სიხშირეები    ქ. თბილისში რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.      აღირიცხოს შპს „გრაალისათვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში.

3.  უზრუნველყოს  შპს  „გრაალმა” კომისიაში სათანადო    ინფორმაციის    წარმოდგენა    

     მაღალსიხშირული    მოწყობილობების     გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს „გრაალისათვის”    სიხშირის 

     მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.  გადაწყვეტილება  შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საოლქო სასამართლოში           

     (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე     დაევალოს

     სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები