გადაწყვეტილება N 68 შპს “ორიონისათვის” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003
შპს „ორიონისათვის” სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ორიონმა” (რეგისტრირებულია ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის N ა/4100/58-27 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N02; 07.02.03) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სამუშაო სიხშირის მინიჭების თაობაზე. უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შ.პ.ს. „ორიონი” ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პირად და საკუთრების დაცვის ორგანიზებას, საინკასაციო მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხო გაცილებას. სამუშაო სიხშირეები გათვალისწინებულია შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისათვის ქ. თბილისში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ორიონს” 164.150 მგჰც, 169.800 მგჰც, 300.500 მგჰც და 306.500 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს „ორიონისათვის” მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „ორიონმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა
მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ორიონისათვის” სიხშირის
მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში
(ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
