გადაწყვეტილება N 66 “ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე ” კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 21, 2003
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მოწონებული იქნეს წარმოდგენილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის დადგენილების პროექტი სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;
2. წარდგენილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის დადგენილების პროექტი სამართლებრივი ექსპერტიზისათვის;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (გ.კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
