წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 65 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N8 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეათე საკითხის კომისიის N11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ

ნომერი: 65 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 14, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N8 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეათე საკითხის კომისიის N11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ

  

2003 წლის 14 თებერვლის N8 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მეათე საკითხზე დამატებითი მასალების მოძიების, მათი შემდგომი გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. 2003 წლის 14 თებერვლის N8 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეათე საკითხი (შპს „ახმეტა ტვ-1”-სათვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ) გადატანილ იქნეს 2003 წლის 7 მარტის N11 სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                                              ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები