წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 6 შპს “ ცენტურიონი – დაცვის სააგენტოსათვის ” სამუშაო სიხშირის ( 147 . 100 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 6 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2003

მიღების თარიღი იანვარი 10, 2003

შპს „ცენტურიონი – დაცვის სააგენტოსათვის”  სამუშაო სიხშირის (147.100  მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „ცენტურიონი – დაცვის სააგენტოს” 147.100 მგჰც სამუშაო სიხშირე ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის და გაუქმდეს 154.675 მგჰც სიხშირის მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;

2.      უზრუნველყოს შპს „ცენტურიონი–დაცვის სააგენტომ”კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „ცენტურიონი–დაცვის სააგენტო”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება       შეიძლება          გასაჩივრდეს       თბილისის     საოლქო    

     სასამართლოში   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები