გადაწყვეტილება N 57 შპს “ ზარი ”- სთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ზარმა” (რეგისტრირებულია სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს N49/4-75 დადგენილებით) კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ზარი”-ს სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N268, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობის ორგანიზებას ქ.სამტრედიაში მე-4 სატელევიზიო არხზე 100 ვტ-იანი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და რადიომაუწყებლობას ქ.სამტრედიაში 104 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ-იანი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
შპს ზარმა” კომისიის N95, 16.03.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, რომლის თანახმად ლიცენზიის სახეობად განესაზღვრა „საეთერო ტელერადიომაუწყებლობა”.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს შპს „ზარი”-ს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 27 357,75 (ოცდაშვიდი ათას სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარით;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (5 471,55 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBS-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (2 735,77 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);
4. უზრუნველყოს შპს „ზარმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა სამი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს ზარმა„ სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა სამი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
