გადაწყვეტილება N 56 შპს “ქართლი”-სთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქართლ”-მა (რეგისტრირებულია გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 23 სექტემბრის N8/4-234 დადგენილებით) კომპანიის N48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ქართლი”-ს სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N48, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას ქ.გორში მე-10 მეტრულ არხზე 50 ვტ-იანი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
შპს „ქართლ”-მა კომისიის N159, 26.04.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას ტექნიკური, ეკონიმიკური და სამართლებრივი კუთხით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე), ტექნიკურ (მ.გოთოშია), ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს უზრუნველყონ შპს „ქართლის” მიერ განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
2. საკითხი შპს „ქართლი”-სთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ განხილულ იქნეს დამატებითი შესწავლის შედეგების წარმოდგენის შემდეგ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
