გადაწყვეტილება N 53 შპს “ კომპანია საქართველოს სატრანსპორტო ხაზები ”- სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 14, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „კომპანია საქართველოს სატრანსპორტო ხაზებმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#1/01 10.01.2003), საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ა.წ. 6 თებერვალს შედგა საკითხის ზეპირი მოსმენა (ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი # 7), სადაც აღინიშნა, რომ კომპანიას ლიცენზიის მისაღებად კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 361 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად აქვს წარმოდგენილი.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შპს „კომპანია საქართველოს სატრანსპორტო ხაზებს” საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):
2. ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
