გადაწყვეტილება N 52 გადაწყვიტა:
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2003
მიღების თარიღი თებერვალი 07, 2003
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად სამაუწყებლო სამსახურის უფროსის თ. ძაგნიძის
ინფორმაცია საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით, პროექტის შინაარსისა და სტრუქტურის შესახებ;
2. სრულყოფილ იქნეს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულების მაუწყებლობის ზონებად ოპტიმალური გაერთიანების პრინციპი რთული გეოგრაფიული რელიეფის მქონე მცირედ დასახლებული მთიანი რეგიონების მოსახლეობის ტელემაუწყებლობით უზრუნველყოფისათვის;
3. პროექტში არგუმენტირებულად აისახოს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის რაოდენობრივი კვლევის შედეგები მომხმარებელთა მოთხოვნების და ინტერესების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით;
4. განიმარტოს დეტალურად კონკურსანტთა შეფასების (გამარჯვებულის გამოვლენის) კრიტერიუმები, ასევე, (კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების და დოკუმენტაციის საფუძველზე) მათ მიერ წარმოსადგენი ბიზნეს გეგმა.
5. 2003 წლის მაისის ბოლომდე ჩატარდეს გადაწყვეტილების პროექტის „საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” საჯარო განხილვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო
სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
საზოგადოებრივი ურთიერთობების მდივანს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
