წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 5 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 1 სხდომის დღის წესრიგის პროექტის 1 - ლი საკითხის 10 იანვრის N 2 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ

ნომერი: 5 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2003

მიღების თარიღი იანვარი 03, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის

N 1 სხდომის  დღის წესრიგის პროექტის 1 - ლი საკითხის 10 იანვრის

N 2 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ

  

         2003 წლის 3 იანვრის N 1 კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტის პირველი საკითხის - შპს „TV-33”-ის  N 326 ლიცენზიისათვის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. 2003 წლის 3 იანვრის N 1 სხდომის დღის წესრიგის პროექტის პირველი საკითხი         - შპს „შპს „TV-33”-ის  N 326 ლიცენზიისათვის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ”, გადატანილ იქნეს 2003 წლის 17 იანვრის N 4 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. ეცნობოს შპს „TV-33” ზემოაღნიშნული საკითხის გადადების შესახებ.

3. უზრუნველყოს კომისიის აპარატის პროგრამისტმა (დ. ჭანკოტაძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე 2003 წლის N 4 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დროული გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში              (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები