წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 49 შპს “ მზე ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 49 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2003

შპს „მზე”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „მზემ” კომისიას მიმართა განცხადებით (N 9/2003, 29.01.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 1162606, 07.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. „მზე” ფირმა „მოტოროლას” ავტორიზირებული დისტრიბუტორია და შემოაქვს საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მზეს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული ანგარიშფაქტურით (N 1162606, 07.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მზემ” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის  შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                        კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები