წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 48 შპს “ საქართველოს თამბაქოს წარმოებისათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 48 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2003

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2003

შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებისათვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებამ” კომისიას მიმართა განცხადებით                   (N 27, 05.02.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N 030203-1A, 03.02.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებას” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით                         (N 030203-1A, 03.02.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოებამ” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                        კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები