წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 477 კავშირი უშიშროების და დაცვის სპეცსამსახური “ორიონისთვის“ სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 477 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

კავშირი უშიშროების და დაცვის სპეცსამსახური „ორიონისთვის„  

სიხშირეების მინიჭებაზე უარის თქმის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კავშირი უშიშროების და დაცვის სპეცსამსახურმა „ორიონმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრთლოს 2003 წლის 28 მარტის N 06/9-505 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 22, 17.06.03.) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგნელი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 15 დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            უარი ეთქვას კავშირი უშიშროების და დაცვის სპეცსამსახურ „ორიონს„ სიხშირეების მინიჭებაზე;

2.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის   სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

                     კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები