გადაწყვეტილება N 475 საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 8-08/974, 04.08.03), მიგვეწოდებინა კომისიის გადაწყვეტილება საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე თანახმად თანდართული ტექნიკური მახასიათებლებისა.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ მაღალსიხშირული მოწყობილობები გამოყენებული იქნება მოკლეტალღოვან დიაპაზონში სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირების დასამყარებლად საელჩოსა და ქ. მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. უზრუნველყოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის 26 სექტემბრის N გადაწყვეტილების
დანართი
მაღალსიხშირული მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები:
მოკლეტალღოვანი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური
· დასახელება SW 05”
· სახმობი სიგნალი RAC
· გამოსავალი სიმძლავრე 500 ვატი
· გამოსხივების დახასიათება J1BF, F1BB, A1AA
· მინიჭებული სიხშირეები 4058 კჰც, 4448 კჰც, 7328 კჰც, 8173 კჰც, 9286 კჰც, 9208 კჰც, 14428 კჰც, 14968 კჰც, 23363 კჰც, 25048 კჰც.
· სიხშირის სტაბილურობა 2 . 10-8 ჰც
· ანტენის ტიპი ჰორიზონტალური დიაპაზონური ვიბრატორი (დაკიდების სიმაღლე 8 მ. გაძლიერების კოეფიციენტი 3,5 - 6 დბ, ძირითადი გასხივების მიმართულებით სხივის გაშლის კუთხე 700), ვერტიკალური დიპოლი (სიმაღლე 11 მ, წრიული გასხივების დიაგრამა, 2 -4 დბ.)
· აზიმუტი 3430
