გადაწყვეტილება N 473 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეები გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის GROZNYI - 49 TBK (ADD), KISLOVODSK STAV - 21 TBK (MOD), TUAPSE KRAS - 34 TBK (MOD), DAGESTANSKIE OGNI DAG - 38 TBK (ADD) და KRASNAYA POLIANA-1 KRAS - 32 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/1177, 30.06.03; N UMS-50/1096, 30.06.03. და N UMS-50/1205, 30.07.03. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
