წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 472 რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 472 / 14

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის  მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილი (№ UMS-50/1165; 30.06.03) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის OZEREEVKA/SFIT-M1, (რომელიც იგეგმება INSAT - 2E83 სათანამგზავრო ქსელში) მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების შესახებ. მიწისზედა თანამგზავრული სადგური რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არის განთავსებული და 4 გგჰც და 6 გგჰც სიხშირულ დიაპაზონებში ფუნქციონირებს. წარმოდგენილი ფორმის (ApS4/III) შესაბამისად, მიწისზედა თანამგზავრული სადგურის გამოყენება კორესპონდენციების გადასაცემად არის განსაზღვრული.

         თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სათანამგზავრო სამსახურის სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის OZEREEVKA/SFIT-M1 მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/1165; 30.06.03. წერილის დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარდგენილი სადგურის შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები