წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 469 სს “გლობალ ერთი”-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 469 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

სს „გლობალ ერთი”-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „გლობალ ერთმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 20 ივნისს, რეგისტრაციის N2/533) კომისიას მიმართა განცხადებით (N198, 25.08.2003) მისთვის სატელიტური სადგურის ექსპლოატაციაზე ნებართვის მიღების შესახებ. სს „გლობალ ერთი” ლიცენზის (N 586, 08.05.1998) პირობების შესაბამისად, აწარმოებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე, გავლილი აქვს ხელახალი რეგისტრაცია და შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.              მიეცეს ნებართვა სს „გლობალ ერთს” სატელიტური სადგურის ექსპლუატაციაზე შემდეგი პარამეტრების გამოყენებით:

სატელიტური სადგურის სიმძლავრე 8 ვტ, სამუშაო სიხშრე 14,337775 გგჰც, ანტენის განთავსების სიმაღლე -30 მეტრი, ანტენის განთავსების ადგილი – ცენტრალური ტელეგრაფის შენობის სახურავი.

2.             უზრუნველყოს სს „გლობალ ერთმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.             შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

5.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე      

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები