წვდომის მენიუ

ბპ საქართველო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 46 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2003

 

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ბპ საქართველო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (06.02.03) წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის (N 2704.03, 08.01.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

 

“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

 

გადაწყვიტა:

    

1.       მიეცეს ნებართვა ბპ საქართველო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული   ანგარიშ-ფაქტურით (N2704.03, 08.01.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.     უზრუნველყოს აპარატურის ბპ საქართველო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

            3.  გადაწყვეტილება    შეიძლება   გასაჩივრდეს      თბილისის საოლქო სასამართლოში 

                 (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში; 

4.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს                                                                   სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

 

 

 

 

                  კომისიის  თავმჯდომარე                                             ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები