წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 458 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 458 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2003

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის

სიხშირეების მინიჭების  შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 14-12/637, 14.07.03) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს დაცვის სამსახურის ოპერატიული რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის,  48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.            მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 419.925 მგჰც; 419.950 მგჰც; 419.975 მგჰც; 425.975 მგჰც; 426.000 მგჰც და 426.025 მგჰც სიხშირეები ერთი წლის ვადით საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო თავდაცვის და უშიშროების კავშირგაბმულობის სპეციალური ქსელების ორგანიზებისთვის;

2.            აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.            უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის   სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

        

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები