წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 452 ინდივიდუალური საწარმო “გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯია“-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 452 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2003

ინდივიდუალური საწარმო „გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯია„-სთვის  საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურმა საწარმომ „გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯიამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N7 13.08.2003) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური საწარმო „გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯია„ რეგისტრირებულია ქ. ბორჯომის რაიონულ სასამართლოში 2001 წლის 26 იანვარს (რეგისტრაციის N24/1-410), ახორციელებს მგზავრების გადაყვანას საბერძნეთის მიმართულებით და გააჩნია „საერთაშორისო მიმოსვლის ორგანიზებული გადამზიდველის„ მომსახურების სერთიფიკატი.

2003 წლის 12 სექტემბერს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ ინდივიდუალური საწარმო „გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯიას„ მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის „ბ.ა.„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს N 1368 ლიცენზია ინდივიდუალური საწარმო „გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯიას„ საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე:            საფოსტო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;

2.                  შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

3.                  ინდივიდუალური საწარმო „გიორგი პოშნიახოვი-ტრანსჯორჯიამ„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4.                  ლიცენზიის განსაკუთრებული პირობები აისახება კომისიის N452/1 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

5.                  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

6.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ    სამსახურს        /დ. ქუთათელაძე/.

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები