გადაწყვეტილება N 451 შპს “რუსთავი-ტურსი“-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „რუსთავი-ტურსმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (13.08.2003) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს რუსთავი-ტურსი„ რეგისტრირებულია ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2001 წლის 2 ოქტომბერს (რეგისტრაციის N5/ბ-54), ახორციელებს მგზავრების გადაყვანას საბერძნეთის მიმართულებით და გააჩნია საერთაშორისო მიმოსვლის ორგანიზებული გადამზიდველის„ მომსახურების სერთიფიკატი.
2003 წლის 12 სექტემბერს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „რუსთავი-ტურსის” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N1367 ლიცენზია შპს „რუსთავი ტურსს” საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
3. შპს „რუსთავი ტურსმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ლიცენზიის განსაკუთრებული პირობები აისახება კომისიის N451/1 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /დ. ქუთათელაძე/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
