გადაწყვეტილება N 433 შპს “ინფორმკავშირის” ¹ 57 და ¹ 323 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003
შპს „ინფორმკავშირის” N 57 და N 323 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (N 11/ა, 06.05.03) შპს „ინფორმკავშირმა” კომპანიის N 57 და N 323 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ინფორმკავშირის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზიები N 57 (30.05.95.) და N 323 (26.08.97).
N 57 ლიცენზია ითვალისწინებდა რადიო მაუწყებლობას 102,0 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 15 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ზესტაფონი და მიმდებარე სოფლები);
N 323 ლიცენზია ტელემაუწყებლობას მე-9 არხზე 30 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით;
შპს „ინფორმკავშირმა” კომისიის N 44 (16.02.2001წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N 306 (27.06.2003წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „ინფორმკავშირის” N 57 და N 323 ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს „ინფორმკავშირის” მიერ გადახდილია:
ა) N 57 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის (2126,25 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (425,25 ლარი) კომისიის ანგარიშზე;
სალიცენზიო გადასახდელის (2126,50 ლარი) საწყისი ოდენობის 10% (212,63 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
ბ) N 323 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის (16 503,75 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (3 300,75 ლარი) კომისიის ანგარიშზე;
სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (16 503,75 ლარი) 10% (1 650,38 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ინფორმკავშირის” N 57 და N 323 ლიცენზიებს 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „ინფორმკავშირის” N 57 და N 323 ლიცენზები და ლიცენზიების სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) N 57 ლიცენზიისთვის
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 102,0 მგჰც სიხშირეზე 15 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზესტაფონში და მიმდებარე სოფლებში„.
ბ) N 323 ლიცენზიისთვის
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა მე-9 არხზე 30 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით„.
3. შპს ინფორმკავშირი„ ვალდებულია:
- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);
- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
- კომისიას წარუდგინოს მის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
- კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;
- კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
- რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;
4. შპს „ინფორმკავშირის” N 57 და N 323 ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
5. შპს „ინფორმკავშირის” N 57 და N 323 ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა) N 57 ლიცენზიისთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (1 488,38 ლარი)
330,58 ლარი - 2004 წლის 31 იანვრამდე;
165.40 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
165.40 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
165.40 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
165.40 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
165.40 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
165.40 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
165.40 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;
ბ) N 323 ლიცენზიისთვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (11552,62 ლარი)
2567.24 ლარი - 2004 წლის 31 იანვრამდე;
1283.62 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
1283.62 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
1283.62 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
1283.62 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
1283.62 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
1283.62 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
1283.62 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;
6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
