გადაწყვეტილება N 429 სს “ინფოკომი”-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ სს ინფოკომმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 36-315 01.08.2003), ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
სს ინფოკომი„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს მიერ, 30.09.2002 წელს, რეგისტრაციის N 06/5-32) ფლობს N 921 და N1358 ლიცენზიებს და ახორციელებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ინფოკომი„ ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად, საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის გათვალისწინებით, ითხოვს ნუმერაციის რესურსს 5000 სააბონენტო ნომრის ტევადობით. კომისისას მიზანშეწონილად მიაჩნია სს ინფოკომს„ საწყის ეტაპზე გამოუყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 505XXX-506XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომრის ტევადობით), აღნიშნული რესურსის ათვისების შემთხვევაში ნუმერაციის დამატებითი რესურსის გამოყოფა განახორციელოს ეტაპობრივად.
2003 წლის 5 სექტემბერს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ სს „ინფოკომის” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1366 ლიცენზია სს „ინფოკომს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;
2. გამოეყოს თავისუფალი სასადგურო ინდექსი 505XXX-506XXX ქ. თბილისში საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის ლიცენზიის მოქმედების ვადით;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
4. სს „ინფოკომმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /მ. გოთოშია/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
