გადაწყვეტილება N 428 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003
სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 02-13/6214, 18.07.03) სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს რადიაციული კონტროლის უზრუნველსაყოფად დეტექტორებსა და ცენტრალურ პროცესორს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ქ. ფოთში ნავსადგურის ტერიტორიაზე .
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს 442.950 მგჰც სიხშირე ქ. ფოთში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);
3. უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
