წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 427 პოლიტიკური გაერთიანება “ერთობისთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 427 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003

პოლიტიკური გაერთიანება „ერთობისთვის„  სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება „ერთობამ„ (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა  N 137  26.08.01.) კომისიას მიმართა განცხადებით (N 3-49, 11.07.03.) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში ოფისებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს პოლიტიკურ გაერთიანება „ერთობას„ 169.300 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.             აღირიცხოს პოლიტიკური გაერთიანება „ერთობისთვის„ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.            უზრუნველყოს პოლიტიკურმა გაერთიანება „ერთობამ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში პოლიტიკური გაერთიანება „ერთობისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის   სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები