წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 422 შპს “სანეტსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 422 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003

შპს „სანეტსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „სანეტის” განცხადება (N180803601/01-01) ინტერნეტ მომსახურების ახალი ტიპის (ADSL) მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხების შპს „ახალ ქსელებთან” გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინების მოთხოვნით.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „სანეტის” განცხადება წარმოდგენილია კომისიის 2003 წლის 27 ივნისის  N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 44-ე მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული პირობების დაცვით, მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს და დავის განხილვა კომისიის ვალდებულებას წარმოადგენს.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს შპს „სანეტსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2003 წლის 19 სექტემბერს 1600 საათზე;

2. ეცნობოთ შპს „სანეტსა” და შპს „ახალ ქსელებს” დავის განხილვის თარიღი და დრო;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                   ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები