გადაწყვეტილება N 421 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 12 სექტემბრის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მე-3 (ს/ს საქართველოს ელექტროკავშირისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ), მე-4 (შპს მაგთიკომისთვის„ რადიოსარელეო სადგურების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ), მე-5 (შპს დაცვის საერთაშორისო სამსახურისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ) 22-ე (შპს ტელეკომპანია მზესთვის„ მაღლსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ), 25-ე (შპს კვარციტისთვის მაღლსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ), 27-ე (კომპანია სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის„ მაღლსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ), 32-ე (შპს „მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ) საკითხების სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის მიზეზით გადადების, ხოლო დღის წესრიგის პროექტის 29-ე და 30-ე (ი/მ რ.აბესაძისთვის„ და შპს მარგისთვის„ მობილური ტელეფონების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ) საკითხების კომისიის მარეგულირებელი წესების მე-2 მუხლის ზ) პუნქტის შესაბამისად დღის წესრიგის პროექტიდან ამოღების მიზნით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 38 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 (ს/ს საქართველოს ელექტროკავშირისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ), მე-4 (შპს მაგთიკომისთვის„ რადიოსარელეო სადგურების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ), მე-5 (შპს დაცვის საერთაშორისო სამსახურისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ) 22-ე (შპს ტელეკომპანია მზესთვის„ მაღლსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ), 25-ე (შპს კვარციტისთვის მაღლსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ), 27-ე (კომპანია სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის„ მაღლსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ) და 32-ე (შპს „მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ), საკითხების განხილვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე.
2. ამოღებულ იქნეს N 38 სხდომის დღის წესრიგის პროექტიდან 29-ე და 30-ე საკითხები (ი/მ რ.აბესაძისთვის და შპს მარგისთვის„ მობილური ტელეფონების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ);
2. დამტკიცდეს კომისიის N 38 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თვმჯდომარე ი. ხარებავა
