გადაწყვეტილება N 420 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 420 / 10

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003

კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში

გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 13 ივნისს კომისიის N276 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი 8-13 (რვა-ერთი-სამი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 27740 (ოცდაშვიდი ათას შვიდასორმოცი) ლარით, ხოლო ლიცენზიის მაძიებლის განცხადებების მიღების ვადა განისაზღვრა 2003 წლის 16 ივნისის 10:00 საათიდან 2003 წლის 5 სექტემბრის 17:00 საათამდე.

კონკურსის გამოცხადების შემდეგ კომისიას წინადადებით მიმართა შპს „ულტრა კომუნიკაციებმა„, რათა, საკონკურსო შეთავაზების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის არჩევის უფლება თვით კომერციულ კონკურსში გამარჯვებულს მიენიჭოს. მოთხოვნის გათვალისწინებით, კომისიის 2003 წლის 18 ივლისის N351 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება 2003 წლის 13 ივნისს კომისიის N276 გადაწყვეტილებაში და ზემოაღნიშნული გათვალისწინებულია   კონკურსის პირობებში. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნდა კანონმდებლობის შესაბამისად.

 კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინეს შ.პ.ს.”მაკროკომმა” და შ.პ.ს. ”ულტრა კომუნიკაციებმა”, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადები და დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

საკონკურსო სხდომის დაწყებამდე გაირკვა, რომ შპს „მაკროკომის„ მიერ არ იქნა წარმოდგენილი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ 2003 წლის 13 ივნისის კომისიის N276 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება ის კომპანია, რომელსაც არასრულად აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაკროკომი„ არ იქნა დაშვებული კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 45 მუხლიდან გამომდინარე, და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე„ დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს „ულტრა კომუნიკაციების უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა რომ იგი თანახმაა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს  27740 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცი)  ლარი.  კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების დასამყარებლად აირჩია კოდი 8-68 (რვა-ექვსი-რვა).  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ულტრა კომუნიკაციები”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 27740 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცი) ლარი.

2. განესაზღვროს შპს „ულტრა კომუნიკაციებს„ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების დასამყარებლად ნუმერაციის რესურსი 8-68 (რვა-ექვსი-რვა).  

2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი ანუ 5548 (ხუთი ათას ხუთას ორმოცდა რვა) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 2774 (ორიათას შვიდას სამოცდათოთხმეტი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მ/წ 3 ოქტომბრამდე:

- ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი „თი-ბი-სი ბანკი”;

- ა/ანგარიში: N609326;

- კოდი: N220101830;

- საიდენტიფიკაციო კოდი N204953050.

ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 2774 (ორიათას შვიდას სამოცდათოთხმეტი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მ/წ 5 ოქტომბრამდე:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 19418 (ცხრამეტი ათას ოთხას თვრამეტი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების საინფორმაციო უზრუნველყოფა.

5. კომისიის ადმინისტრაციამ (ნ. ჯანელიძე) უზრუნველყოს  კონკურსის ყველა მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) მ/წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „ულტრა კომუნიკაციებისათვის” კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ.

7. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო  სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის იურიდიულ (ე. ასანიძე) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები