გადაწყვეტილება N 42 შპს ” მობილფონი “- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2003
მიღების თარიღი იანვარი 31, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „მობილფონმა „(რომელიც რეგისტრირებულია ქ.თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს 1999 წლის 1 ივლისის N 2/4-687 დადგენილებით) კომისიას მიმართა თხოვნით (წერილი 29.01.03) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. „მობილფონი” ფირმა „მოტოროლას” ავტორიზირებული დისტრიბუტორია საქართველოში და შემოაქვს საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „მობილფონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 4020730 28.01.03 და N 4020732 .28.01.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „მობილფონმა” აპარატურის შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესატანად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა);
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
