წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 415 კავშირი “ათინათისთვის” ¹ 387 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 415 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2003

კავშირ „ათინათისთვისN 387 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების

და მოდიფიცირების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა კავშირი „ათინათმა” კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. კავშირი „ათინათმა” წარმოადგინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 მაისის დადგენილება, რომლის თანახმად რეგისტრირებული კავშირი „ქრონიკონი ”მიუერთდა რ/კ „ათინათს”. ამავე დადგენილების თანახმად, რ/კ „ქრონიკონის” ქონება და უფლებამოსილებები გადაეცა რ/კ „ათინათს”.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ კავშირი „ქრონიკონის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 387, რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობას ქ. ზუგდიდში 105,9 მგჰც სიხშირეზე 50 ვტ-იანი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

კავშირი „ქრონიკონმა” კომისიის N 47, 16.02.2001 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, რომლის თანახმად ლიცენზიის სახეობად განესაზღვრა „საეთერო ტელერადიომაუწყებლობა”.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N 61, 14.02.2003 წ. გადაწყვეტილებით განისაზღვრა კავშირი „ათინათის” N 387 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

კავშირი „ათინათის” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (3 037,50 ლარი) 20% - 607,50  ლარი კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% - 303,75 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა კავშირი „ათინათს” N 387 ლიცენზიას  2011 წლის 31 დეკემბრამდე;

2. მოდიფიცირებულ იქნეს კავშირი „ათინათის” N 387 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა ქ. ზუგდიდში 105,9 მგჰც სიხშირეზე     50 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.„

3. კავშირი „ათინათი„ ვალდებულია:

მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

კომისიას წარუდგინოს მის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

   რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის     შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (2 126,25 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (2 126,25 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

472.50 ლარი    - 2004 წლის 31 იანვრამდე;

236.25 ლარი    - 2005 წლის 31 იანვრამდე;

236.25 ლარი    - 2006 წლის 31 იანვრამდე;

236.25 ლარი    - 2007 წლის 31 იანვრამდე;

236.25 ლარი    - 2008 წლის 31 იანვრამდე;

236.25 ლარი    - 2009 წლის 31 იანვრამდე;

236.25 ლარი    - 2010 წლის 31 იანვრამდე;

236.25 ლარი    - 2011 წლის 31 იანვრამდე;

6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები