გადაწყვეტილება N 412 შპს “კავკასიის” ¹ 980 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 412 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2003

შპს „კავკასიის” N 980 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეკომპანია „კავკასიამ” კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტელეკომპანია „კავკასიის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 980, რომელიც ითვალისწინებდა „ტელემაუწყებლობის ორგანიზებას 28-ე სატელევიზიო არხზე ტელეცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით”.

 შპს „ტელეკომპანია „კავკასიამ” კომისიის N 192, 30.03.2001 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის N 1/2, 03.01.03. გადაწყვეტილებით მოდიფიცირებული იქნა შპს „კავკასიას”  N 980 ლიცენზია და N 264/9,            06.06.2003 წ. გადაწყვეტილებით განისაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

მოდიფიცირების შემდეგ შპს „კავკასიის„ N 980 ლიცენზიის სახეობა და საგანი ჩამოყალიბებული იქნა შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 28-ე დეციმეტრულ არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. თბილისი)„.

ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიას” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (55 012,50 ლარი) 20% - 11 002,50 ლარი კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% -  5 510,25  ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „კავკასიას” N 980 ლიცენზიას  2013 წლის 17 ივნისამდე;

2. . შპს „კავკასია„ ვალდებულია:

მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

კომისიას წარუდგინოს მის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

   რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის     შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (38 508.75 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (38 508.75 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

 

4 278.75 ლარი    - 2004 წლის 17 ივლისამდე;

4 278.75 ლარი    - 2005 წლის 17 ივლისამდე;

4 278.75 ლარი    - 2006 წლის 17 ივლისამდე;

4 278.75 ლარი    - 2007 წლის 17 ივლისამდე;

4 278.75 ლარი    - 2008 წლის 17 ივლისამდე;

4 278.75 ლარი    - 2009 წლის 17 ივლისამდე;

4 278.75 ლარი    - 2010 წლის 17 ივლისამდე;

4 278.75 ლარი    - 2011 წლის 17 ივლისამდე;

4 278.75 ლარი    - 2012 წლის 17 ივლისამდე;

5. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები