წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 41 სიმენსის ( Siemens ) წარმომადგენლობისათვის საქართველოში ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 41 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2003

მიღების თარიღი იანვარი 31, 2003

სიმენსის  (Siemens) წარმომადგენლობისათვის საქართველოში ქვეყნის            ტერიტორიაზე     მაღალსიხშირული   მოწყობილობის შემოტანაზე ნებართვის              გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „სიმენსის” წარმომადგენლობამ საქართველოში  კომისიას მიმართა თხოვნით (წერილი 27.01.03) საკუთარი  მოხმარების მაღალხარისხოვანი ინტერნეტ კავშირისათვის თანდართულ ანგარიშფაქტურით ( N2739, 22.01.03) გათვალისწინებულ სადგურ (Web-Sat)-ის მიმღებ–გადამცემი   მოწყობილობის სქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

            აღნიშნული სისტემა ფუნქციონირებს თანამგზავრულ ქსელში გამოყენებულ სიხშირულ დიაპაზონში და სამუშაო სიხშირის დაგეგმვას და მინიჭებას არ საჭიროებს.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა სიმენსის  (Siemens) წარმომადგენლობას საქართველოში  საინფორმაციო – საკომუნიკაციო ქსელების პროექტის ფარგლებში შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურით  (N 2739, 22.01.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს სიმენსის  (Siemens) წარმომადგენლობამ საქართველოში  ქვეყნის ტერიტორიაზე  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს   თბილისის    საოლქო   სასამართლოში              

     (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                                   ვ. აბაშიძე

           

                       

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები