გადაწყვეტილება N 409 შპს “ტელეკომპანია გურჯაანი”-სათვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2003
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია გურჯაანმა” (რეგისტრირებული გურჯაანის რაიონის გამგეობის მიერ1993 წლის 13 მაისის N 175 განკარგულებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 12, 07.08.03.) რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „ტელერადიოკომპანია გურჯაანი” , N 1084 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 20.07.2004.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. გურჯაანსა და გურჯაანის რაიონის ტერიტორიაზე მე-11 სატელევიზიო არხზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირეები განსაზღვრულია N 1084 ლიცენზიის პირობების შესაბამისად გამოყოფილი ლიცენზირებული მე-11 სატელევიზიო არხის სიგნალის სამაუწყებლო დონის გასაუმჯობესებლად ს.კაჭრეთისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ტელერადიოკომპანია გურჯაანს” 2350 და 2430 მგჰც სიხშირეები ქ.გურჯაანსა და ს. კაჭრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს”ტელერადიოკომპანია გურჯაანი”-სათვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „ტელერადიოკომპანია გურჯაანმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტელერადიოკომპანია გურჯაანისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
