გადაწყვეტილება N 407 შპს “სისტემა გამასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2003
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2003
შპს „სისტემა გამასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „სისტემა გამამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის N 4/4-452 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „სისტემა გამას” საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს ლოკალური რადიოსატელეფონო და რადიო ქსელების შექმნა, მათი დანერგვა და მომსახურება. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს საზოგადოების მომსახურე პერსონალს შორის ოპერატიული კავშირისთვის ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „სისტემა გამას” 154.650 მგჰც, და 161.425 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს „სისტემა გამასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „სისტემა გამამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „სისტემა გამასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
