გადაწყვეტილება N 406 შპს “ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2003
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2003
შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 იანვრის N 2/4-1673 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 490/2, 25.07.03.) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირული ზოლის მინიჭების თაობაზე. შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს მაღალსიხშირულ მოწყობილობათა გამართული ფუნქციონირების მიზნით ელექტრომგანიტური თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით რადიომონიტორინგის სამუშაობის ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე; რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი არასანქცირებული და პარაზიტული გამოსხივებების დადგენის მიზნით; ტელეკომუნიკაციების სფეროში საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ დებულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას მომსახურე პერსონალს მიერ კავშირგაბმულობის ტრანკინგული რადიოკავშირით სარგებლობისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურს” 416.450 417.450 მგჰც და 426.450 427.450 მგჰც სიხშირული ზოლები ტრანკინგული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის” მინიჭებული სიხშირული ზოლები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
