გადაწყვეტილება N 40 შპს “ ოკრიბა 2002 ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2003
მიღების თარიღი იანვარი 31, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ოკრიბა 2002”მა რომელიც რეგისტრირებულია ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის N 7/4-2093 დადგენილებით კომისიას მიმართა თხოვნით (წერილი7/025-03,29.01.03.) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად, სამაუწყებლო სატელევიზიო გადამცემის და ანტენის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ოკრიბა 2002”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 81, 06.11.02 და N 82, 12.11. 02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. უზრუნველყოს შპს „ოკრიბა 2002”-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში
(ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
