წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 398 შპს „გლადიატორისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 398 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2003

შპს  „გლადიატორისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „გლადიატორმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 მაისის N 06/4-1268 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (11.08.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1179956, 08.08.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „გლადიატორს„ კომისიის გადაწყვეტილებით (N 293, 27.06.03.) მინიჭებული აქვს სიხშირეები რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს „გლადიატორს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1179956, 08.08.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „გლადიატორმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

        

                    

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები