წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 394 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: 394 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2004 წლის 

ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია კომისიის მუშაობის განვლილი პერიოდისა და 2003 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, სადაც ასახულია მიმდინარე ეტაპზე კომისიის  ფუნქციონირების სრულყოფისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები (მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კომისიის ადგილსამყოფელის შეცვლასთან დაკავშირებული).

          2004 წლის სავარაუდო ხარჯების მოცულობა  განისაზღვრა 4,088,455.00 ლარით.

         კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის პროექტში  ხარჯვითი ნაწილის მუხლებში გამოყოფილია და დაკონკრეტებულია  ოთხი ახალი მუხლი:

- სხვადასხვა საწევრო გადასახადი, სადაც აისახება კომისიის მიერ გადასახდელი სხვადასხვა საწევრო გადასახადები.

- სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები, სადაც აისახება აუდიტორული მომსახურების,  კომისიის მიერ ჩასატარებელი სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოების დაფინანსება.

-მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის ხარჯები (იხ.დანართი 1).

 - სხვა საერთო ხარჯები, რომელშიც აისახება კომისიის სხვადასხვა სამეურნეო ხარჯები.

          „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე და „დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე„ საქართველოს კანონების თანახმად, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან, მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად, ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი ნაწილია, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.  აქედან გამომდინარე, კომისიის    2004  წლის   ბიუჯეტის  პროექტის  ხარჯვით  ნაწილში  გათვალისწინებულია

„დამოუკიდებელი  ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„  საქართველოს კანონის 15/4 მუხლის მოთხოვნები.

          2004 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის N 326 ბრძანებულების თანახმად დამტკიცებული კომისიის ახალი დებულების შესაბამისად  აპარატის სტრუქტურის რეორგანიზაციისათვის გასაწევი ახალი ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე გასანაწილებელი თანხა, რომელიც  2003 წელთან შედარებით გაიზარდა 592,905.00 ლარით (მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის ხარჯების ჩათვლით).

            აღსანიშნავია, რომ ფინანსური რეზერვების ფონდის მოცულობა 2003 წლის 1 ივლისისათვის შეადგენდა 1,106,115.20 ლარს, ხოლო პრემირების ფონდის - 503,388.16 ლარს. 2004 წელს ფინანსური რეზერვების ფონდიდან კომისიის კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების და პასუხისმგებლობის აღსრულებისათვის აუცილებელ სხვა აღჭურვილობასთან ერთად, გათვალისწინებულია  ლიცენზიის პირობების დაცვისა და სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკური საშუალებების შეძენა.

         ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„   საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე, კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტეს:

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის ი. აბულაძის ინფორმაცია  2004 წლის კომისიის ბიუჯეტის პროექტის შესახებ;

2. დამტკიცდეს კომისიის 2004 წლის ბიუჯეტი კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით:

                             შემოსავლები

 წლიური შემოსავალი

3,000,000.00

 ფინანსური რეზერვის ფონდი

1,323,727.76

სულ შემოსავალები

4,323,727.76

ხარჯები

ძირითადი საშუალებების შეძენა

1,000,000.00

საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები

30,000.00

კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი

100,000.00

ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები

60,000.00

მივლინების ხარჯები

60,000.00

საბანკო მომსახურების ხარჯები

6,000.00

კონფერენც. ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფ. ამაღლების, ექსპ. მომსახურებისა და სხვა ხარჯები

50,000.00

სხვადასხვა საწევრო გადასახადები

25,000.00

სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები

70,000.00

სხვა საერთო ხარჯი

30,000.00

წარმომადგენლობითი ხარჯები

7,000.00

მიმდინარე რემონტის ხარჯები

250,000.00

შრომის ანაზღაურება

1,675,500.00

სახ.ბიუჯეტის ანარიცხები

519,405.00

მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის ხარჯები (იხ.დანართი 1)

205,550.00

სულ ხარჯები

4,088,455.00

ფონდებზე გასანაწილებელი თანხა

235,272.76

ფინანსური რეზერვის ფონდი

117,636.38

პრემირების ფონდი

117,636.38

3. წარმოდგენილ იქნეს მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურის 2004 წელს გასაწევი კონკრეტული ხარჯების ამსახველი დანართის შეჯერებული ვარიანტი, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

4. დაევალოთ სამაუწყებლო (თ. ძაგნიძე) და ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურებს სიხშირული ზედამხედველობისა და მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შესაძენად ტექნიკურ-ფინანსური პროექტის შემუშავება და კომისიისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა 2004 წლის 1  მაისამდე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები