გადაწყვეტილება N 393 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2003
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2003 წლის პირველ ნახევარში კომისიის მთლიანმა დარიცხულმა შემოსავალმა 1,368,373.15 ლარი შეადგინა. მათ შორის: ლიცენზირებული ოპერატორების მიერ დარიცხულმა რეგულირების საფასურმა - 1,172,958.45 ლარი, სალიცენზიო გადასახდელმა 20%-ის სახით 195,414.70 ლარი. სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხულმა უნივერსალური მომსახურების ფონდის შემოსავალმა შეადგინა 47,951.07 ლარი. საერთო ჯამური შემოსავლების მატებამ 2003 წლის პირველ ნახევარში 2002 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10,45% შეადგინა, რაც ძირითადად საქართველოს სატელეკომუნიკაციო დარგის შემოსავლების ზრდამ და ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2002 წლის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენამ განაპირობა. 2003 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით (N 271/17 გადაწყვეტილება 19.07.2003 წ.) მ/წლის პირველ ნახევარში შემოსავლების მიღება დაიგეგმა 1,034,000.00 ლარის ოდენობით. ფაქტიურად დარიცხულმა შემოსავლებმა დაგეგმილს 382,324.22 ლარით გადააჭარბა (36,98 %). 2003 წლის პირველ ნახევარში სხვა დამატებითი სახსრები, მათ შორის ბანკის სესხების სახით, კომისიას არ მოუზიდია.
2003 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის მუხლების მიხედვით შესრულების მიმდინარეობის შედარებითი ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ:
2003 წლის პირველ ნახევარში კომისიის მიერ გაწეულმა საოპერაციო დანახარჯებმა შეადგინა 1,029,187.00 ლარი (2002 წლის ამავე პერიოდში დანახარჯების ოდენობა შეადგენდა 892,772.97 ლარს), რაც 11,684.09 ლარით (1,15%-ით) მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე და რაც, ძირითადად, განაპირობა დამატებითმა ხარჯებმა კომისიის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლებში (ძირითადი საშუალებების შეძენა, კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი, ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები, მივლინების ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები და სხვ.) ძირითადი საშუალებების შეძენასა და ოფისის კაპიტალურ რეკონსტრუქციაზე გაწეულმა დანახარჯებმა 90,243.33 ლარი შეადგინა. ჩატარდა კომისიის ყოფილი საოფისე ფართის შიდა კაპიტალური რეკონსტრუქცია, თანხით - 14,330.64 ლარი, რაც კომისიის საბალანსო აქტივებში აისახა, ხოლო ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 75,439.20 ლარი შეადგინა, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 50,439.20 ლარით (201,76%-ით) მეტი. დანახარჯების გადამეტება გამოწვეულია:
- ძირითადი საშუალებების შეძენის მუხლში აპარატის მუშაკთათვის კომპიუტერული ტექნიკის (29,700.00 ლარი), კონდენციონერის (12,960.00 ლარი), სხვადასხვა სახის ავეჯის (19,260.00 ლარი), სტაბილიზატორის (7,008.00 ლარი) და სხვა განხორციელებული შეძენებით;
- კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯის მუხლში, აპარატის მუშაკთა სატელეფონო საუბრებისა და ინტერნეტით (23,280.55 ლარი), კომუნიკაციის სხვა საშუალებებით სარგებლობით. 2003 წლის პირველი ნახევრის ხარჯებში აისახა კომისიის 2002 წლის 6 თვის სატელეფონო საუბრების (ს/ს საქართველოს ელექტროკავშირი„) ღირებულებაც (15,291.00 ლარი).
- ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯების მუხლში 14,998.00 ლარი (199,98%), კომისიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ხშირი რემონტით, რაც დასტურდება საბუღალტრო რეესტრებით.
- მივლინების ხარჯების მუხლში 15,117.00 ლარი აპარატის მუშაკთა მივლინების დროს ფაქტიურად გახარჯული თანხებით;
- წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლში 1,256.45 ლარი საერთაშორისო ექსპერტთა ხშირი ვიზიტებით და აპარატის მუშაკთა მუშა-სემინარების ჩატარებით.
აღსანიშნავია, რომ 2003 წლის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებულია ეკონომია. კერძოდ: კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტის დანახარჯებმა ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებული 25,000.00 ლარის ნაცვლად, შეადგინა 14,804.13 ლარი, ხოლო საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების დანახარჯებმა 7,343.30 ლარი, ანუ დაგეგმილზე 7,656.70 ლარით ნაკლები (48,96%).
კომისია აღინიშნავს, რომ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი„ ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის უზრუნველყოფა, სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიის პირობების დაცვის ზედამხედველობა განაპირობებს სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო ძვირად ღირებული ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შეძენის აუცილებლობას, რომლის შეძენაც გათვალისწინებულია 2004 საბიუჯეტო წელს.
2003 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი ოპერატორების მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობამ შეადგინა 47,951.07 ლარი. გასამკაცრებელია კონტროლი კომისიის გადაწყვეტილებებით დამტკიცებული სალიცენზიო გადასახდელების გრაფიკის შესაბამისად სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობაზე, რადგანაც ზოგიერთი ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელების სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვის გრაფიკის შეუსრულებლობას. ა/წლის 1 აგვისტოსთვის ხაზინის დავალიანება შეადგენს 31,313.68 ლარს.
როგორც კომისიის 2002 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლის ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი აუდიტორული შემოწმების შედეგების მასალებიდანაც დასტურდება:
გაძნელებულია ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისაგან რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში დროულად წარმოდგენა, რაც აფერხებს საანგარიშგებო პერიოდებში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას;
კომისია სრულად ვერ იყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ ადმინისტრირების ბერკეტებს, რათა გაამკაცროს მოთხოვნები ლიცენზიის მფლობელთა მიმართ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დროული წარდგენისა და დებიტორული დავალიანების ამოსაღებად;
ჩასატარებელია რეგისტრირებულ ლიცენზირებულ კომპანიათა სრული ინვენტარიზაცია და საჭიროა ოპერატიულად მოხდეს არსებულ მონაცემთა ბაზის განახლება, რადგანაც 37 ლიცენზიის მფლობელ კომპანიას დღემდე არცერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშება (მათ შორის 23-ზე კომისიის მიერ არის გაცემული ლიცენზია) და ა.შ. ლიცენზიის მფლობელების მიერ 2003 წლის პირველ ნახევარში გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 1,172,958.45 ლარი, ხოლო დავალიანებამ 2003 წლის 1 აგისტოსათვის 1,013,461.30 ლარი, რომელიც ირიცხებოდა 54 ლიცენზიის მფლობელზე, რომელთაგანაც უმეტესი თანხა (729 248 ლარი) 21 ლიცენზიის მფლობელზე ნაწილდება (შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” 6,375.68 ლარი; შპს „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრი” 5,931.48 ლარი; სს „გლობალ ერთი” 1,873.44 ლარი; სს „საქართველოს ელექტროკავშირი” 277,852.00 ლარი; შპს „ვანექსი” 21,786.48 ლარი; შპს „მეგაკომი” 33,727.36 ლარი; შპს „TV-33” 3,711.91 ლარი; შპს „საქტელკომ პლუსი” 14,931.30 ლარი; შპს „საქაერონავიგაცია” 1,231.45 ლარი; შპს „ახალი ქსელები” 31,403.52 ლარი; სს „ეგრისი” 117,071.14 ლარი; შპს „ალკომი” 3,367.48 ლარი; შპს „კავკაზუს ნეთვორქი” 1,500.17 ლარი; შპს „იბერიატელი” 1,401.88 ლარი; შპს „ინფოკომი” 20,858.41 ლარი; შპს „სანეტი” 8,419.81 ლარი; შპს „საქართველოს ფოსტა” 5,857.00 ლარი; შპს „საქართველოს ტელეკომი” 390,038.81 ლარი; შპს „რუსთავი 2 ონლაინი” 27,836.88 ლარი; შპს „რუსთავი 2” 23,361.32 ლარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კენჭისყრის შედეგად კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის ი. აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2003 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს 2003 წლის პირველი ნახევრის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები - 1,368,373.15 ლარი;
ბ) საოპერაციო ხარჯები - 953,744.80 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები - 75,439.20 ლარი;
დ) პრემირების ფონდი - 169,593.07 ლარი;
ე) ფინანსური რეზერვის ფონდი - 169,593.07 ლარი;
3. დამტკიცდეს 2003 წლის პირველი ნახევრის კომისიის შემოსავლები - 1,368,373.15 ლარის, ხოლო ხარჯები 1,029,184.00 ლარის ოდენობით.
4. დაევალოთ სამაუწყებლო (თ. ძაგნიძე) და ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურებს სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;
5. კომისიის აპარატის სამსახურებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N1 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ „ ნორმატიული აქტის შესრულებას.
6. დაევალოთ იურიდიულ (ე. ასანიძე) და ეკონომიკურ (გ. ბუთბაია) სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საქმის წარმოების დაწყება.
7. დაევალოს კომისიის აპარატის მთავარ ბუღალტერს (ი. აბულაძე):
ა) შეიმუშაოს და 10 (ათი) დღის ვადაში წარმოადგინოს სათანადო ღონისძიებების გეგმა ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დროულად წარმოდგენისა და დებიტორულ დავალიანებათა სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად;
ბ) მკაცრი კონტროლი დააწესოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე და კომისიის ა/ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელების თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობაზე კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს კომისიის N 1 გადაწყვეტილებით (01.2000წ.) დამტკიცებული დებულების საფუძველზე ფორმირებული სპეციალური ფონდების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი;
დ) მ/წლის აგვისტოს თვის ბოლომდე დამთავრდეს რეგისტრირებულ ლიცენზირებულ კომპანიათა სრული ინვენტარიზაცია და ოპერატიულად მოხდეს არსებულ მონაცემთა ბაზის განახლება;
ე) გამოირიცხოს არასრულყოფილი ფაქტურების ბუღალტერიაში წარდგენისა და, შესაბამისად, მათი განაღდების შემთხვევები;
ვ) სისტემატურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხების ხარჯვაზე დამადასტურებელი დოკუმენტების დროული წარდგენა;
ზ) აიკრძალოს მთავარ ბუღალტერზე საქვეანგარიშგებო თანხების გაცემა და გამკაცრდეს საქვეანგარიშგებოდ გაცემული თანხების კონტროლი მათი დროული დასაქონლებისა და დაბრუნების მიზნით;
თ) აპარატის თანამშრომელთა ავადმყოფობისას წარმოდგენილი ბიულეტენის მიხედვით მოხდეს მათზე გასაცემი თანხების გაანგარიშება;
ი) მივლინების თანხების გაცემა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარმოდგენისა და კომისიის თავმჯდომარის სათანადო ბრძანების გაფორმების შემდგომ;
კ) სისტემატურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მიმდინარეობა;
ლ) განსაზღვრული პერიოდულობით წარმოადგინოს აპარატის თათბირებზე სათანადო ინფორმაციები: კომისიის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ; სალიცენზიო გადასახდელის 80% სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე, ხოლო 20% კომისიის ა/ანგარიშზე და სალიცენზიო მოსაკრებლის ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე; რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენისა და შესაბამისი თანხების კომისიის ა/ანგარიშზე დროული ჩარიცხვის მდგომარეობის შესახებ;
8. დაევალოს სამეურნეო სამსახურს (ი. ლორია):
- მთავარ ბუღალტერთან ერთად დროულად მოახდინოს მატერიალურ ფასეულობათა ყოველწლიური ინვენტარიზაცია;
- უზრუნველყოს აპარატში არსებული ძირითადი საშუალებების განპიროვნება მუშაკებზე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით და ძირითად საშუალებებზე საინვენტარიზაციო ნომრების მინიჭებით;
-უზრუნველყოს აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ძირითად საშუალებებზე, მასალებზე, საკანცელარიო საქონელზე და სხვ. მოთხოვნების შეფასება, აწარმოოს მათი შესაბამისი აღრიცხვა და ანგარიშგება წარუდგინოს ბუღალტერიას;
9. სათანადო ბრძანებით (ი. ლორია) მკაცრად განისაზღვროს მატერიალურ პასუხისმგებელ პირთა წრე (საქვეანგარიშო თანხების გაცემაზე, ძირითადი საშუალებების მიმაგრებაზე და სხვ.);
10. დადგინდეს კომისიის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ხარჯვის ნორმები (გ.ბუთბაია) და განხორციელდეს მისი უპირობო დაცვა; საწვავის ტალონებით მომარაგება და გაცემა მოხდეს მხოლოდ სამეურნეო სამსახურის (ი.ლორია) მიერ, არსებული წესების დაცვით;
11. ეკონომიკური სამსახურის (გ.ბუთბაია) და აპარატის უფროსის (ი.ხარებავა) მიერ პერიოდულად მოხდეს სალაროს მოულოდნელი საკონტროლო შემოწმებები;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს პარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
