საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2003
საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად
კონკურსის გამოცხადების შესახებ
კანონმდებლობით მაუწყებლებისათვის განსაზღვრული ვალდებულებების, საზოგადოების მოთხოვნებისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების, აგრეთვე საქართველოში არსებული სარეკლამო ბაზრის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული სიხშირული რესურსის მიზნობრივი და ოპტიმალური გამოყენების, ქვეყნის მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვის და ხარისხიანი მაუწყებლობის მიწოდების წინაპირობების შექმნის მიზნით, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და 455 მუხლის, კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ„ დებულების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია)
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი პირობებით:
ა) 31 გადამცემის გამოყენებით, მითითებული სამაუწყებლო ზონების მიხედვით:
|
სამაუწყებლო ზონა |
ქალაქი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სატელევიზიო არხი |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ.რად კმ |
|
|
1 |
1 |
თბილისი |
მთაწმინდის ანძა |
44E47; 41N41 |
240 |
9 |
5 |
60 |
|
2 |
2 |
ბათუმი |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
169 |
3 |
5 |
60 |
|
3 |
2 |
შუახევი |
შუახევის ანძა |
42E11; 41N38 |
30 |
1 |
0.1 |
15 |
|
4 |
3 |
დედოფლის წყარო |
დ. წყაროს ანძა |
46E08; 41N27 |
65 |
39 |
2 |
25 |
|
5 |
3 |
ყვარელი |
სანავარდოს ანძა |
45E46; 41N58 |
78 |
2 |
0.25 |
20 |
|
6 |
3 |
თელავი |
ცივის ანძა |
45E29; 41N55 |
40 |
41 |
1 |
15 |
|
7 |
3 |
თიანეთი |
თიანეთის ანძა |
44E57; 42N06 |
45 |
7 |
0.1 |
10 |
|
8 |
4 |
გორი |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
160 |
31 |
3 |
30 |
|
9 |
4 |
ხაშური |
ბექამის ანძა |
43E33; 42N00 |
25 |
9 |
0.1 |
10 |
|
10 |
5 |
დმანისი |
დმანისის ანძა |
44E13; 41N22 |
230 |
34 |
3 |
30 |
|
11 |
6 |
აბასთუმანი |
აბასთუმნის ანძა |
42E52; 41N55 |
25 |
8 |
0,1 |
10 |
|
12 |
6 |
ბორჯომი |
ბორჯომის ანძა |
42E22; 41N49 |
42 |
10 |
0.1 |
10 |
|
13 |
6 |
წალკა |
წალკის ანძა |
44E14; 41N38 |
40 |
5 |
0.1 |
15 |
|
14 |
6 |
ახალციხე |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
52 |
5 |
0.25 |
25 |
|
15 |
6 |
ახალქალაქი |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
65 |
4 |
0,1 |
10 |
|
16 |
7 |
ოზურგეთი |
ოზურგეთის ანძა |
42E01; 41N55 |
25 |
1 |
0.1 |
10 |
|
17 |
7 |
ჩოხატაური |
ჩოხატაურის ანძა |
42E15; 42N01 |
38 |
2 |
0,1 |
20 |
|
18 |
7 |
ქუთაისი |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N17 |
112 |
7 |
5 |
50 |
|
19 |
8 |
ჭიათურა |
ჭიათურის ანძა |
43E16; 42N17 |
70 |
3 |
0.1 |
10 |
|
20 |
8 |
ტყიბული |
ტყიბულის ანძა |
43E00; 42N21 |
60 |
3 |
0.1 |
15 |
|
21 |
8 |
ამბროლაური |
ამბროლაურის ანძა |
43E09; 42N31 |
30 |
3 |
0,1 |
15 |
|
22 |
8 |
ონი |
ონის ანძა |
43E27; 42N35 |
34 |
12 |
0.1 |
10 |
|
23 |
8 |
ცაგერი |
ცაგერის ანძა |
42E45; 42N39 |
25 |
2 |
0.1 |
20 |
|
24 |
8 |
ლენტეხი |
ლენტეხის ანძა |
42E43; 42N47 |
25 |
6 |
0.1 |
15 |
|
25 |
8 |
საჩხერე |
საჩხერეს ანძა |
43E24; 42N21 |
35 |
25 |
0,1 |
10 |
|
26 |
9 |
ფოთი |
ფოთის ანძა |
41E41; 42N09 |
40 |
22 |
0,5 |
15 |
|
27 |
10 |
ზუგდიდი |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
35 |
27 |
0.1 |
10 |
|
28 |
10 |
ჩხოროწყუ |
ჩხოროწყუს ანძა |
42E07; 42N31 |
40 |
33 |
0.1 |
15 |
|
29 |
10 |
მესტია |
მესტიის ანძა |
42E41; 43N03 |
48 |
5 |
0.1 |
20 |
|
30 |
10 |
ჯვარზენი |
ჯვარზენის ანძა |
42E07; 42N43 |
30 |
11 |
0.1 |
10 |
|
31 |
10 |
წალენჯიხა |
წალენჯიხის ანძა |
42E04; 42N36 |
30 |
5 |
0,1 |
10 |
შენიშვნა:
1. სამაუწყებლო ზონები განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის № 267 გადაწყევტილების პირველი პუნქტით. 2. გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციებისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 50-150 მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).
ბ) სამოქმედო ზონა საქართველოს ტერიტორია, მათ შორის:
სამაუწყებლო ზონა 1
სამაუწყებლო ზონა 2
სამაუწყებლო ზონა 3
სამაუწყებლო ზონა 4
სამაუწყებლო ზონა 5
სამაუწყებლო ზონა 6
სამაუწყებლო ზონა 7
სამაუწყებლო ზონა 8
სამაუწყებლო ზონა 9
სამაუწყებლო ზონა 10
გ) კომისიის 2003 წლის 13 ივნისის № 267 გადაწყევტილების პირველ პუნქტში გათვალისწინებული მე-11 სამაუწყებლო ზონის დაფარვის მიზნით, კომისია, კონკურსში გამარჯვებულთან შეთანხმებით, დამატებით განსაზღვრავს შესაბამის პარამეტრებს, რაც ლიცენზიის პირობებში აისახება;
დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 24 ოქტომბრის 12 საათი;
ე) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის ჩამონათვალის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 526,360 (ხუთას ოცდაექვსი ათას სამას სამოცი) ლარით;
2. გამოცხადდეს კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი პირობებით:
ა) 17 გადამცემის გამოყენებით, მითითებული სამაუწყებლო ზონების მიხედვით:
|
სამაუწყებლო ზონა |
ქალაქი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სატელევიზიო არხი |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ.რად კმ |
||
|
1 |
1 |
თბილისი |
თბილისის ანძა |
44E47; 41N41 |
120 |
52 |
2 |
25 |
|
|
2 |
2 |
ბათუმი |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
110 |
53 |
1 |
20 |
|
|
3 |
3 |
სიღნაღი |
სიღნაღი |
45E55; 41N37 |
20 |
23 |
1 |
10 |
|
|
4 |
3 |
ყვარელი |
სანავარდოს ანძა |
45E46; 41N58 |
45 |
49 |
1 |
15 |
|
|
5 |
4 |
ხაშური |
ბექამის ანძა |
43E33; 42N00 |
35 |
28 |
0,5 |
15 |
|
|
6 |
4 |
გორი |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
170 |
48 |
2 |
40 |
|
|
7 |
5 |
რუსთავი |
რუსთავი |
45E01; 41N33 |
50 |
60 |
2 |
10 |
|
|
8 |
5 |
ბოლნისი |
ბოლნისი |
44E32; 41N26 |
35 |
48 |
0,5 |
10 |
|
|
9 |
6 |
ახალქალაქი |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
60 |
40 |
1 |
15 |
|
|
10 |
6 |
ახალციხე |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
45 |
26 |
1 |
15 |
|
|
11 |
6 |
წალკა |
წალკის ანძა |
44E14; 41N38 |
45 |
26 |
0,5 |
15 |
|
|
12 |
7 |
ოზურგეთი |
ოზურგეთის ანძა |
42E01; 41N55 |
25 |
43 |
0,5 |
10 |
|
|
12 |
7 |
ქუთაისი |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N17 |
100 |
51 |
2 |
25 |
|
|
14 |
8 |
საჩხერე |
საჩხერის ანძა |
43E24; 42N21 |
40 |
32 |
0,5 |
15 |
|
|
15 |
9 |
ფოთი |
ფოთის ანძა |
41E41; 42N09 |
65 |
55 |
2 |
20 |
|
|
16 |
9 |
სენაკი |
სენაკი |
42E05; 42N17 |
20 |
57 |
1 |
15 |
|
|
17 |
10 |
ზუგდიდი |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
35 |
31 |
2 |
20 |
შენიშვნა: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 13 ივნისის № 267 გადაწყევტილების პირველი პუნქტით. 2. გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციებისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 50-150 მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).
ბ) სამოქმედო ზონა საქართველოს ტერიტორია, მათ შორის:
სამაუწყებლო ზონა 1
სამაუწყებლო ზონა 2
სამაუწყებლო ზონა 3
სამაუწყებლო ზონა 4
სამაუწყებლო ზონა 5
სამაუწყებლო ზონა 6
სამაუწყებლო ზონა 7
სამაუწყებლო ზონა 8
სამაუწყებლო ზონა 9
სამაუწყებლო ზონა 10
გ) კომისიის 2003 წლის 13 ივნისის № 267 გადაწყევტილების პირველ პუნქტში გათვალისწინებული მე-11 სამაუწყებლო ზონის დაფარვის მიზნით, კომისია, კონკურსში გამარჯვებულთან შეთანხმებით, დამატებით განსაზღვრავს შესაბამის პარამეტრებს, რაც ლიცენზიის პირობებში აისახება;
დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 31 ოქტომბრის 12 საათი.
ე) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის ჩამონათვალის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 467 240 (ოთხას სამოცდაშვიდი ათას ორას ორმოცი) ლარით;
3. გამოცხადდეს კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი პირობებით:
ა) 1 გადამცემის გამოყენებით მითითებული ზონის მიხედვით:
|
სამაუწყებლო ზონა |
ქალაქი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სიხშირე მგჰც |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ.რად კმ |
|
|
1 |
5 |
რუსთავი |
რუსთავი |
45E01; 41N33 |
50 |
99,0 |
0.5 |
15 |
შენიშვნა:
1. სამაუწყებლო ზონა განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის № 267 გადაწყევტილების პირველი პუნქტით. 2. გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციებისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 50-150 მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).
ბ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 17 ოქტომბრის 12 საათი;
გ) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 8 100 (რვა ათას ასი) ლარით;
4. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისთვის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისთვის საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები დამფუძნებლების შესახებ;
გ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
დ) ტელერადიომაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
ე) ტელერადიომაუწყებლობის დადგენილი პრიორიტეტების უზრუნველყოფის პირობები;
ვ) სამაუწყებლო ზონ(ებ)ის დასახლებული ტერიტორიის მაუწყებლობით მოცვის გრაფიკი და თითოეულ სამაუწყებლო ზონაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადები;
ზ) ტელერადიოპროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებები;
5. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად.
გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის აგრეთვე, პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ლიცენზიის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;
ვ) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომელმაც სამშენებლო, სანიტარულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზისა და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტიზა უნდა გაიაროს კომისიასთან შექმნილ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. ლიცენზიის მაძიებელი კონკურსზე დაიშვება ქვეკომისიის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.
6. კომისია არ მიიღებს წარმოებაში ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, თუ მის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, რის თაობაზეც ლიცენზიის მაძიებელს განემარტება განცხადების წარდგენისთანავე. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის კომისიისათვის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება. კონკურსის ჩატარების დროს სავალდებულოა ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება;
7. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 452 და 362 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:
ა) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მის წარმომადგენლებს;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და მათ წარმომადგენლებს;
გ) უცხოეთის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ პირს, მის წარმომადგენლობებსა და ფილიალებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი ეკუთვნის ამ პუნქტის ბ"გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტს.
ე) პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სამაუწყებლო სიხშირული რესურსის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება ამ გადაწყვეტილების 1-ლ ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კონკრეტულ სამაუწყებლო ზონაში.
8. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი ასპექტების მიხედვით:
ა) ტექნიკური;
ბ) ფინანსური;
გ) პროგრამირების.
9. ტექნიკური ასპექტის შეფასებისას კომისია პრიორიტეტს ანიჭებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პირობას, აგრეთვე მის მიერ მაუწყებლობის პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხს.
ტექნიკური ასპექტი შეფასდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლობის ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
ტექნიკური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა.
10. ფინანსური ასპექტი შეფასდეს წარმოდგენილი სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტალურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმის თანახმად, მიმდინარე და მომავალში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების დაფინანსების წყაროების და მოცულობის მიხედვით, შემდეგი ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) საკუთარი წყაროები (მათ შორის უშუალოდ განხორციელებული საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები);
ბ) სესხები;
გ) სუბსიდიები, გრანტები და სპონსორული დაფინანსება;
ფინანსური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 2 ქულა;
11. პროგრამირების ასპექტი შეფასდეს წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის კომისიის 2003 წლის 13 ივნისის № 267 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის, აგრეთვე მასში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 3 ქულა.
12. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის "დ", "ე", "ვ", "ზ" ქვეპუნქტით, მე-5 პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნების ამსახველი მასალები უნდა წარმოადგინოს ბიზნეს-გეგმის სახით, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
13. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით დაგროვილი ქულების მაქსიმალური რაოდენობა.
14. თუ პირმა "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში კომისიის წინაშე დაადასტურა, რომ კონკრეტულ სამოქმედო ზონაში ტელერადიომაუწყებლობისათვის კანონიერ საფუძველზე აშენებული აქვს სარელეო ქსელი, აღნიშნული გარემოება, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, ჩაითვლება ამ ზონაში ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ერთ-ერთ ასპექტად. ამ ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა.
15. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე დგინდება საჭირო დოკუმენტაციის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. კონკურსში მონაწილეობისთვის არ დაიშვება ის პირი, რომელსაც არასრულად აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან კონკურსის პირობებს. სხდომის ოქმი, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ საკონკურსო სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი, მოწმდება კომისიის ბეჭდით.
16. თუ სამაუწყებლო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა ტექნიკური, ფინანსური, პროგრამირების და ამ გადაწყვეტილების მე-14 პუნქტში გათვალისწინებული ასპექტების მიხედვით, გამარჯვებული იხდის ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.
17. თუ კონკურსის ორი ან მეტი მონაწილის ქულების ოდენობა თანაბარია, კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, შემდეგი წესით:
ა) საკონკურსო სხდომის თავმჯდომარის მიერ ხდება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დაფიქსირება და თანხის იმ მინიმალური ოდენობის გამოცხადება, რომელიც უნდა დაემატოს კონკურსის მსვლელობისას ბოლო მაქსიმალურ განაცხადში დაფიქსირებული თანხის ოდენობას (საკონკურსო ბიჯი). საკონკურსო ბიჯი უცვლელია.
ბ) კონკურსის მონაწილის მიერ კონკურსის დაწყებისას დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და საკონკურსო ბიჯის ჯამისა.
გ) ყოველი მომდევნო მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირება ხდება წინა მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების შემდგომ საკონკურსო ბიჯის დამატებით. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე მეტი თანხა.
დ) კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კონკურსის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.
ე) ყოველი მონაწილის მიერ დაფიქსირებული თანხა აისახება სხდომის ოქმში.
18. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.
19. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში.
20. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
21. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი", "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ", "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ", საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ", მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რეკლამის შესახებ" და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.
22. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონ(ებ)ის სრულად დაფარვა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით.
23. კომისია უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებულს განუსაზღვროს სამაუწყებლო ზონებში შემავალი იმ ტერიტორიების დაფარვის გრაფიკი, სადაც მაუწყებლობა შეზღუდულად, ან საერთოდ არ ვრცელდება;
24. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
24. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე.
26. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები.
27. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად - 2003 წლის 24 სექტემბრის 17 საათამდე;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად - 2003 წლის 24 სექტემბის 17 საათამდე;
გ) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად - 2003 წლის 16 სექტემბრის 17 საათამდე;
28. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
29. საკონკურსო სხდომა საჯაროა. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში;
30. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
31. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საზოგადოებრივ ურთირთობათა კოორდინატორს გ.რატიშვილს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
