წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 391 რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 391 / 14

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2003

რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (№ UMS-50/0984, 09.06.03.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის DERBENT GORA DZHALGAN (Mod) – 103.3 MHz, GORA ZUBERKHA DAG – 102.6 MHz, TERMIUK (Mod) – 106.7 MHz, DOMBAI – 68.81 MHz და UCHKULAN – 68.99 MHz მინიჭებული სამუშაო სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა  :

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის DERBENT GORA DZHALGAN (Mod) – 103.3 MHz, GORA ZUBERKHA DAG – 102.6 MHz, TERMIUK (Mod) – 106.7 MHz, DOMBAI – 68.81 MHz და UCHKULAN – 68.99 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0984, 09.06.03  წერილის დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები