წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 390 შპს “ტრანს-ფეთქ-მზიდისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 390 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2003

შპს „ტრანს-ფეთქ-მზიდისთვის სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ტრანს-ფეთქ-მზიდმა” (რეგისტრირებული ქ. ბოლნისის რაიონული  სასამართლოს 2001 წლის 13 ივნისის N 5/8-9 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ბოლნისის რაიონის                 დ. კაზრეთის  ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს საზოგადოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული კავშირის დასამყარებლად, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და  სათავო ოფისს რადიოკავშირისთვის ბოლნისის რაიონის დ. კაზრეთში, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „ტრანს-ფეთქ-მზიდს”  167.400 მგჰც სიხშირე ბოლნისის რაიონის დ. კაზრეთში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.            აღირიცხოს შპს „ტრანს-ფეთქ-მზიდისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.  უზრუნველყოს  შპს „ტრანს-ფეთქ-მზიდმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების    გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში  შპს „ტრანს-ფეთქ-მზიდისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი;

5.  გადაწყვეტილება  შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე     დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

           კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები