წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 39 შპს “ საქართველოს მილსადენის კომპანია ( GPC )”- სათვის მაღალსიხშირულ მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 39 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2003

მიღების თარიღი იანვარი 31, 2003

შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”- სათვის             მაღალსიხშირულ მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მილსადენის კომპანიამ (GPC)” კომისიას  მიმართა   თხოვნით   (წერილი 24.01.03) საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. შემოსატანი მოწყობილობა წარმოადგენს EmSat სტანდარტის NEC MT S2 ტიპის სატელიტურ ტელეფონს ინდივიდუალური გამოყენებისათვის და ფუნქციონირებს  სატელიტურ  ქსელის მეშვეობით ამ ქსელის აბონენტებისათვის წინასწარ  განსაზღვრულ სიხშირეთა დიაპაზონში.  შესაბამისად, ინდივიდუალური სარგებლობის სატელიტური ტელეფონის გამოყენება სამუშაო სიხშირეების  დაგეგმვას და მინიჭებას არ საჭიროებს.  

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენის კომპანიას (GPC)” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 2728. 17.01.03)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს შპს „საქართველოს მილსადენის კომპანიამ (GPC)” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა  შესაბამის მონცემთა ბაზში შესტანად;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

           

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები