წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 389 ეუთოს მისიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 389 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2003

ეუთოს მისიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ეუთოს მისიამ კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 5887819910) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური და სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ეუთოს მისიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 5887819910) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ეუთოს მისიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

          

კომისიის  თავმჯდომარე                                                     ვ. აბაშიძე

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები