გადაწყვეტილება N 385 ი/ს „ჭიჭიკო გოლეთიანისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2003
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ი/ს ჭიჭიკო გოლეთიანმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 18 თებერვლის N 03/1-704 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (05.08.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1656; 31.07.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური ტელეფონები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ი/ს ჭიჭიკო გოლეთიანს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1656; 31.07.03)) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
