წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 384 ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 384 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2003

ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის                      მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე                          ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (22.07.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N TSS2158/03, 09.07.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები და დამხმარე აქსესუარები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N TSS2158/03, 09.07.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს აპარატურის ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის    თავმჯდომარე                                                    ვ.აბაშიძე

      

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები