გადაწყვეტილება N 38 შპს “ პლასფანი ”- სათვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების , წარმოებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2003
მიღების თარიღი იანვარი 31, 2003
შპს „პლასფანი”-სათვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „პლასფანმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რ-ნის სასამართლოს 1995 წლის 15 ნოემბრის N5/4-145 დადგენილებით), რომელიც ითხოვს რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „პლასფანი” უზრუნველყოფილია რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოებისა და მშენებლობის სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ტექნიკური და პროფესიული ბაზით. კერძოდ, კომპანიას გააჩნია რადიოელექტრონული საშუალებების დამზადებისა და გამოცდის ლაბორატორია, საწარმოო ფართი (1000 მ2) და რადიოდანადგარების მზომი ხელსაწყოები (30 დასახელება). კომპანიაში მუშაობენ ტელეკომუნიკაციისა და ელექტრონიკის დარგის კვალიფიციური სპეციალისტები.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა
1. მიეცეს ნებართვა შპს „პლასფანს” შემდეგი სახის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე, წარმოებაზე და მშენებლობაზე:
ა) რადიოტექნიკური გადამცემები და მიმღებები;
ბ) მოდულატორები და დემოდულატორები;
გ) DECT-ის სისტემები;
დ) თრანქული სისტემები;
ე) სატელეფონო ქსელები და სისტემები;
ვ) სიგნალიზაციის სისტემები;
ზ) ინტერნეტის ქსელები.
2. უზრუნველყოს შპს „პლასფანმა” მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;
3. უზრუნველყოს შპს „პლასფანმა” მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიცირება;
4. უზრუნველყოს შპს „პლასფანმა” მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის ნებართვის მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5.უზრუნველყოს შპს „პლასფანმა”, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) და ტექნიკურ (მ.გოთოშია) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
