გადაწყვეტილება N 37 შპს “ ეკომი ”- სათვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2003
მიღების თარიღი იანვარი 31, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ეკომმა” (რეგისტრირებულია ლაგოდეხის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 19 სექტემბრის N39-4/12 დადგენილებით) კომპანიის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ეკომი”-ს სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N732, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობის ორგანიზებას ქ.ლაგოდეხში მე-9 არხზე 10 ვტ-იანი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს შპს „ეკომი”-ს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 1980.45 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარით;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (396.09 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე - სკბ „TBS-ბანკი”, კოდი 220101830, ა/ა 609326;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (198.04 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);
4. უზრუნველყოს შპს „ეკომმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა 15 სამუშაო დღის ვადაში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
