წვდომის მენიუ

ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

ნომერი: 36 / 4

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი იანვარი 31, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ რიგ ლიცენზიებს გაუვიდათ მოქმედების ვადა. ამასთან, ვადაგასული ლიცენზიის მფლობელებს ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე კომისიისათვის არ მოუმართავთ. მოქმედების ვადის გასვლა “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ჩატარებულ ზეპირ მოსმენაზე, ვადაგასული ლიცენზიის მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ მოქმედი კანონმდებლობით ვადაგასული ლიცენზიები გაუქმებას ექვემდებარება (ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი თან ერთვის).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ლიცენზიები მოქმედების ვადის გასვლის გამო:

ა) შპს „ინფოკომი“- ლიცენზია N376,

     გაცემული 03.12.97წ. მოქმედების ვადა 03.12.2002 წ.

ლიცენზიის სახეობა: საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მომსახურება 14,258 - 14,294 გგჰც (გადაცემაზე) და 11,458-11,484 გგჰც (მიღებაზე)  სამუშაო სიხშირეების გამოყენებით;

ბ) სახელმწიფოთაშორისო ტელერადიოკომპანია “მირ” – ლიცენზია N858;

გაცემული 23.02.99 წ. მოქმედების ვადა 25.06.2000 წ;

ლიცენზიის სახეობა: ტელერადიოსამაუწყებლო სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მეშვეობით ტელე-რადიო პროგრამების გავრცელება 14265 მგჰც გადაცემაზე და 11465 მგჰც მიღებაზე სიხშირეების გამოყენებით;

გ) შპს „რუსთავი 2“ –   ლიცენზია N  884; 

გაცემული  07.04.99  წ.  მოქმედების  ვადა 25.06.2000 წ.

ლიცენზიის სახეობა: ტელერადიოსამაუწყებლო სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: ტელერადიოკომპანია \"მირ\"-ის მიწისზედა თანამგზავრული სადგურის მეშვეობით ტელეპროგრამების გავრცელება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში;

დ) შპს „პერკომი“ – ლიცენზია N 358;

გაცემული 31.10.97 წ. მოქმედების ვადა 08.10.02 წ.

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს: მონაცემთა გადაცემას, ვიდეოკონფერენციას, ხმოვანი სიგნალების გადაცემას;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება   გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საოლქო  სასამართლოში  (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე                             ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები