წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 355 შპს “მზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 355 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003

მიღების თარიღი ივლისი 25, 2003

შპს „მზირისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მზირმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 12 იანვრის N 4/4-1501 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 19, 21.07.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 0000000005, 12.06.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (სტაციონარული GSM ტელეფონები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს ნებართვა შპს „მზირს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული   დოკუმენტაციით (N 0000000005, 12.06.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

        

               

             კომისიის თავმჯდომარე                                                                        ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები